რუსთაველმა სპორტსმენებმა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი Kids Cup II თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 11-მდე ქვეყნის 112 წარმომადგენელმა მიიღო.
ამიკო სვიმონიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გუნდმა Black Eagle BJJ ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა.
ელენე წიბლიაშვილი - ოქროს მედალი
ლუკა წიბლიაშვილი - ოქროს მედალი
ათუკა კუდარავა - ოქროს მედალი
ალექსი ქევხიშვილი - ოქროს მედალი
დემეტრე გიორგაშვილი - ოქროს მედალი
გაბრიელ მეტონიძე - ოქროს მედალი
დანიელ სვიმონიშვილი - ვერცხლის მედალი
ლაშა მაქანდარაშვილი - ვერცხლის მედალი
გიორგი მარგალიტაშვილი - ბრინჯაოს მედალი
რუსთავში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს და გრეპლინგის სკოლა მდებარეობს მეგობრობის 12ა ს მიმდებარედ, საგანმანათლებლო ხელოვნების სახლში.