თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მაგისტრალის იგოეთი-ნატახტრის მონაკვეთზე ერთმანეთს სამი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
მომხდარი ავარიის გამო, ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო.