ავტობანზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

2024-03-25 12:37:08

ქობულეთში, ავტობანზე შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: აჭარის ტელევიზია