რუსთავში ერთ-ერთ ობიექტში რამდენიმე Playstation მოიპარეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, სადაც კომპიუტერული თამაშების სივრცე იყო მოწყობილი, ახალგაზრდა კაცი შეიპარა და 3 Playstation მოიპარა.
ქურდობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს.