გადაცვალეთ 30 კგ პლასტმასა ხის ნერგში - „ეკო ცენტრის“ კონკურსის მე-3 ეტაპი
რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ ნარჩენების დახარისხება-გადამუშავების პრაქტიკის დასამკვიდრებლად უკვე მეორე წელია გვთავაზობს აქცია-კონკურსს „გადააქციე პლასტმასა ხედ“.
კონკურსი გულისხმობს კონკრეტული რაოდენობის პლასტმასას სანაცვლოდ კონკურსში ჩართული მხარეებისთვის ნერგების გადაცემას.
შეგროვებულ პლასტმასას „ეკო ცენტრი“ ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმო შპს „პოლივიმს“ გადასცემს და მიღებული თანხით ნერგებს ყიდულობს.
კონკურსის პირველ ორ ეტაპზე 1,2 ტონამდე პლასტმასა შეგროვდა და 46 ნერგი დაირგო ქალაქის მასშტაბით.
თებერვალში კონკურსის მესამე ფაზა დაიწყო, რომელიც 10 აპრილს დასრულდება.
"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს დახმარებით, 10 აპრილამდე მოტანილ ყოველ 30 კილოგრამზე კონკურსის მონაწილეები 1 ნერგს მიიღებენ.
გარდა ამისა, „ეკო ცენტრში“ მაკულატურის ჩაბარებაც შეგიძლიათ. კონკურსი ცალკე მხოლოდ მაკულატურას არ ეხება, თუმცა კონკურსზე თქვენ მიერ ჩაბარებული პლასტმასას წონების დაჯამებისას, მაკულატურის ჩაბარების პრაქტიკაც იქნება გათვალისწინებული.
ბოთლები აუცილებლად უნდა იყოს დაჭყლეტილ მდგომარეობაში, მოთავსებული კარგად შეკრულ პარკებში, ისე, რომ „ეკო ცენტრის“ ოფისში აწონა შესაძლებელი იყოს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი რუსთავის სკოლები (მხოლოდ სკოლები) უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე - https://tinyurl.com/3hpwyk9r და 30 კგ-ს შეგროვების შემთხვევაში, მიწერონ „ეკო ცენტრს“ ფეისბუქ გვერდზე, რათა სკოლიდან უზრუნველყონ გატანა.
ინდივიდუალური მონაწილეებისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის, პირდაპირ შეგიძლიათ მიიტანოთ პლასტმასა და მაკულატურა „ეკო ცენტრის“ ოფისში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00-დან 19:30 საათის ჩათვლით.
მისამართი: რუსთავი, კოსტავას 4
გადამუშავდება შემდეგი სახის პლასტმასა - PET (1); HDPE (2); LDPE (4); PP (5). მაკულატურის სახით კი იბარებენ მხოლოდ რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, თაბახის ფურცლებს, ფლაერებს, ბუკლეტებს. არ ბარდება: მუყაო, ქვითრები, ხელსახოცები და სხვა მსგავსი ქაღალდები.