თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება. უწყების ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ "ახმეტელიდან" მეტროსადგურ "გურამიშვილამდე" მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "გურამიშვილიდან" მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" და პირიქით", - წერია განცხადებაში.