იცოდი? - ვის ეძახდნენ ხუთიათასიანელებს რუსთავში

2024-03-21 11:29:54

იცოდი? - ვის ეძახდნენ ხუთიათასიანელებს რუსთავში.

შესაძლოა, 90-იან ან 2000-იან წლებში დაბადებულების უმრავლესობას ტერმინი "ხუთიათასიანელი" არც გაუგია, არათუ მისი მნიშვნელობა იცის.

ადამიანებს, რომლებსაც "ხუთიათასიანელებად" მოიხსენიებენ, ჩვენი ქალაქის ხელახალ შენებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

1944 წელს, როდესაც ჯერ კიდევ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავში ქალაქის ხელახალი მშენებლობა დაიწყო, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იყო.

სამრეწველო კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1944 წლის შემოდგომაზე 1926 წლამდე დაბადებული 3000-მდე ახალგაზრდა გაიგზავნა რუსეთისა და უკრაინის მსხვილ სამრეწველო ცენტრებში, საწარმოო პროფესიის დასაუფლებლად.

ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 2000-მდე ახალგაზრდა კი საქართველოს სამრეწველო წარმოებებში გაგზავნეს.

სწავლის პროცესი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 1946 წლისთვის 5000-მდე ახალგაზრდა რუსთავში დაბრუნდა.

სწორედ სასწავლებლად გაგზავნილი ახალგაზრდების რაოდენობიდან მომდინარეობს ტერმინი "ხუთიათასიანელი", ანუ ის ადამიანი, რომელიც რუსთავის მშენებლობაში ჩასართველად იმ დროს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკასა თუ ქალაქსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნეს.

1946 წლისთვის მეტალურგიული ქარხანა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, სწორედ საწარმოს მშენებლობაში ჩართო დაბრუნებული ახალგაზრდების ნაწილი.

კვალიფიკაციაამაღლებული ახალგაზრდების ნაწილი კი უშუალოდ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებში ჩაერთნენ.

ხუთიათასელებს ასევე მოიხსენიებენ "პირველ კადრადაც", "პირველ მეტალურგებად" და "პირველ მშენებლებად"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები