ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ფოტო: მთავარი არხი.