როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც რუსთავში ავტომობილი დაეჯახა

2024-03-19 18:25:17

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც დაშავებული ქალი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილობა და რჩება სამედიცინო დაწესებულებაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ლეონიძის ქუჩაზე 70 წლამდე ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები