MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსთავში ჩამოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსთაველი მსოფლიო ჩემპიონის ბაბუამ დაადასტურა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ილია თოფურია 20 მარტს რუსთავში მე-18 მიკრორაიონში ახლადაშენებული სპორტკომპლექსის გახსნას დაესწრება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.