გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ნისლი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.