"ჯარიმა 1000 ლარი იქნება"

2024-03-16 13:43:27

პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები დღეიდან, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება. კერძოდ:

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა - 2 000 ლარი იქნება;

ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე;