რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს, 08:00 საათიდან, რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე სრულად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩერკასის ქუჩის გავლით.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.