საბერძნეთში, ატიკას ორ საავადმყოფოში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ ჯამში, ამ ბრალდებით, 10 ქალია დაკავებული, მათ შორის ორი ალბანელი, ერთი ყაზახი და კიდევ ერთი ბერძენი. მათგან შვიდი საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა.
მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ.
დაკავებულები მათ წინააღმდეგ წარდგენილი საქმეებით პროკურატურაში გადაიყვანეს.