თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 მარტს, შუადღისას მოხდა.
შეჯახების შედეგად, ორი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ერთი პირი, ორი კი დაშავებული იყო.
შსს-ს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით აქვს დაწუებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.