ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა

2024-03-07 15:28:36

ავტოსაგზაო შემთხვევა აგარა-გომის გზაზე მსხვერპლით დასრულდა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქემთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.