ვინ მიიღებს რუსთავში 1, 2, 3 ან 4 ოთახიან ბინას

2024-03-07 13:05:37

რუსთავში მე-18 მიკრორაიონში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილებისთვის მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს.

81 000 000 ლარიანი ტენდერის მიხედვით 320 ერთ ოთახიანი, 320 ორ ოთახიანი, 80 სამ ოთახიანი, 80 ოთხ ოთახიანი ბინა შენდება.

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტს დასრულდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს, ამ ახლა შესული განცხადებების დამუშავება მიმდინარეობს.