რუსთავში, სკაუტ გარდენში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.
ბიზნესის ფორუმზე მოეწყო ქვემო ქართლის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა. ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც სკოლებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების გადაჭრას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრეს ბიზნესის როლზე განათლებასა და საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეში. მათ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებს.
სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობით კერძო სექტორის წარმომადგენლები ჰქონდათ საშუალება მეტი გაეგოთ ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათი იდეების შესახებ.
ბიზნესის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მოსწავლეებს და გაეცნენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისა და სკოლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ეხება.
პროექტის მოწონების შემთხვევაში, ბიზნესი გააგრძელებს სკოლასთან კომუნიკაციას პროექტისთვის მხარდაჭერის გაწევის მიზნით (სკოლების მიერ შემუშავებული თითოეული პროექტის ღირებულება არ აღემატება 1,500 ლარს). ბიზნესის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ასევე სკოლასა და ბიზნესს შორის პარტნიორული პროექტების შემუშავებაც.
ცნობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით გამართული სკოლა-ბიზნესის ფორუმების შედეგად კერძო სექტორმა მიმდინარე წლის მანძილზე სკოლების მიერ წარმოდგენილი 50-ამდე პროექტი დააფინანსა.