ქვემო ქართლში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2024-03-06 12:29:47

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს  მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.