მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია "ვიზეარის" მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას ონალიან გამოცემა "ნეტგაზეთი" მგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, რუსეთის მოქალაქემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. თვითმფრინავი სწორედ ამის გამო, სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა.