"საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტის შემოტანის სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული"

2024-03-04 18:14:26

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული "საეჭვო ქვეყნებიდან" დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანის სქემაში.

მისი თქმით, მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის კი ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.

"ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი.

ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა.

სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.

სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო", - წერს აზარაშვილი.