კაცი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვილი იპოვეს

2024-03-04 13:38:27

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა.

TV25-ის ინფორმაციით, 27 წლის კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.