რუსთავმა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

2024-03-03 18:34:32

რუსთავმა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონატი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მე-8 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში ჩატარდა.

მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ რუსთაველი სპორტსმენები, რომლებმაც 6 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს.

რუსთავის ძალისმიერი სამჭიდის გუნდის შედეგები:

გიორგი გელაშვილი - ოქროს მედალი, ძალისმიერი სამჭიდი.

მარიამ ბეგლარაშვილი - ოქროს მედალი, ძალისმიერი სამჭიდი.

ჯაბა სეფიაშვილი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.

ზუკა ღვინიანიძე - ოქროს მედალი,  კატეგორია წოლჭიმი.

ალეკო სიდანოვი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.

თაზო წიკლაშვილი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.

გიორგი გელაშვილმა დაამყარა ევროპის რეკორდი წოლჭიმი და გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება ჯაბა სეფიაშვილი.
ხოლო მარიამ ბეგლარაშვილი, რომელიც პირველი რუსთაველი ქალი სამჭიდელია, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.