რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგაზაფხულო არდადეგები იქნება.
2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კალენდრის მიხედვით საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.
ამ დროის განმავლობაში 5 სასწავლო და 2 დასვენების დღე მოექცა.
საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ ამ სემესტრში სკოლებში კიდევ 8 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.
სემესტრი კი 14 ივნისს დასრულდება.