უკვე მეოთხე დღეა სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ.
გოგონას ოჯახის წევრების თქმით, ის თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა და მის დაბრუნებას ითხოვენ.
ბიჭის ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი გოგო მათ ვაჟზე შეყვარებული იყო და ცოლად საკუთარი სურვილით გაჰყვა.
გაუჩინარებული მოზარდები პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.