თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, "სტუმარი და მასპინძელი", ჩხუბი იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გადმოინაცვლა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში არაერთი პირი მონაწილეობდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავა.