Როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის

2024-02-29 15:07:08

უკვე გასაუბრების ეტაპზე ხართ, გილოცავთ!

გასაუბრებისთვის მომზადება გადამწყვეტი ნაბიჯია თქვენთვის სასურველი სამუშაოს მისაღებად. მოცემულ ბლოგში გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისათვის.

 

გაეცანით თქვენს CV-ს. გულდასმით გადახედეთ თქვენს CV-ს, შესაძლოა ყველა გამოცდილება არ გქონდეთ მითითებული თქვენს რეზიმუში. იფიქრეთ, არის ისეთი სამსახური  და მასში მიღებული გამოცდილება, რომელიც მოცემული ვაკანსიითვის გამოაგდებათ? 


მაგალითად, თუ მიმტანად მუშაობდით და ახლა გაყიდვების მენეჯერობა გინდათ,  მაშინ გირჩევთ რომ, ხაზგასმით აღნიშნოთ კლინეთებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, რომლებიც მიმტანის გამოცდილებიდან მიიღეთ, რათა გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი გაყიდვებში ინტერვიუს დროს. მოემზადეთ კონკრეტული მაგალითების მოსაყვანად.


ყურადღებით წაიკითხეთ სამუშაოს აღწერილობა, რადგან ის დაგეხმარებათ გასაუბრების კითხვებისთვის მომზადოთ. იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება კადრების შერჩევის მენეჯერმა  დაგისვათ ჩამოთვლილი პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე. ასევე, მოამზადეთ საკუთარი შეკითხვები ინტერვიუერისთვის, რათა გამოავლინოთ თქვენი ინტერესი როლისა და კომპანიის მიმართ.


შეისწავლეთ კომპანია: გაეცანით კომპანიის ისტორიის, მისიისა და ღირებულებებს რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი შეესაბამება თქვენს საკუთარს. გაიგეთ, როგორ შეუძლია თქვენს უნარებსა და გამოცდილებას ხელი შეუწყოს კომპანიის მიზნებს. მოამზადეთ კითხვები კომპანიის შესახებ, რომლებიც უნდა იკითხოთ ინტერვიუს დროს, აჩვენეთ რომ კომპნაიში დასაქმები ს ნამდვილი ინტერესი გაქვთ. 


გამოიყენეთ AI ინსტრუმენტები ინტერვიუს პოტენციური კითხვების დასადგენად. დღეს უამრავი რესურსი არსებობს, რომელიც რამდენიმე წამში გაგიზიარებთ სავარაუდო კითხვებს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ https://openai.com/


თუ ნერვიულობ მეგობარს სთხოვე დახმარება. ჩაატარეთ იმიტირებული ინტერვიუები, სადაც პასუხობთ გასაუბრების ჩვეულებრივ კითხვებს. ეს დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაციის უნარი და იმედია რომ თქვენს თავდაჯერებულობაზეც იმოქმედებს.

წარმატებებს გისურვებთ!