ჯივიპი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში მაგისტრალურ ქსელებზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს - ხრამი-რუთავის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალური ქსელის 2.2 კმ სიგრძის მონაკვეთი და 7 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს 29 თებერვალს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები პარალელურად ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ჩატარდება, სადაც 570 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განახლდა და 5 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 თებერვლის ღამის 01:00 საათიდან 1 მარტის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქი რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.