ჯივიპი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში მაგისტრალურ ქსელებზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს - ხრამი-რუთავის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალური ქსელის 2.2 კმ სიგრძის მონაკვეთი და 7 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს 29 თებერვალს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები პარალელურად ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ჩატარდება, სადაც 570 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განახლდა და 5 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 თებერვლის ღამის 01:00 საათიდან 1 მარტის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქი რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
ჯივიპი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.