პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა შეეჯახა.
დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.