რუსთავში მოიპარეს ჯიხური, რომელშიც 20-მდე ცოცხალი მტრედი იყო

2024-02-19 18:56:37

რუსთავში კაცმა რკინის ჯიხური მოიპარა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქურდობა მე-20 მიკრორაიონში მოხდა.

მოპარვის შემდეგ მამაკაცმა ჯიხური ე.წ. ჯართში ჩააბარა, სადაც ჯიხური გახსნეს და მასში 20-მდე ცოცხალი მტრედი აღმოაჩინეს.

ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.