რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2024-02-19 18:22:05

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ნეკრასოვის N12-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 19 თებერვლის 18:30 საათიდან 19 თებერვლის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნეკრასოვის, ბერიტაშვილის, კახეთის, მცხეთის, რჩეულიშვილის, სამგორის, ტოლსტოის, გოგოლის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.