რუსთავში ბინის დაქირავება გაიაფდა

2024-02-19 15:35:22

რუსთავში ბინის დაქირავება გაიაფდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქში ბინის დაქირავების ფასები გაიაფება რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ქვეყნიდან გადინებამ გამოიწვია.

"ქირებმა ქვემოთ წამოსვლა დაიწყო. ალბათ გამოიწვია იმან, რომ რუსები და უკრაინელები იმ რაოდენობით არ არიან, როგორც მანამდე იყო. ატყობს ხალხი ერთი თვე რომ ბინა დაკეტილი ჰქონდათ და ვერ გააქირავეს 1000 ლარის ნაცვლად 800 ლარში აქირავებენ.

ქირის მინიმალური ფასი 400 ლარია და 1000 ლარამდე ადის. კვადრატობას არ აქვს მნიშვნელობა, უფრო ყურადღება ენიჭება როგორ მდგომარეობაშია ბინა და რა ავეჯი ან ტექნიკა დგას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ალექსანდრე ცერცვაძემ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები