საიტი,რომელიც CV შექმნაში დაგეხმარებათ
ინტერნეტში უამრავი პლატფორმაა, რომელიც CV- ის შექმნაში დაგეხმარებათ. ჩემს რუბრიკაში „კარიერა და განვითარება“ მინდა გაგიზიაროთ ის ხუთი ვებსაიტი, რომლებიც აუცილებელია იცოდეთ პროფესიული CV-ის შექმნასთან დაკავშირებით.
დავიწყოთ GPT-ით. CV-ში ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტია და ის, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ 1 ან 2 გვერდზე დაატიოთ ზუსტი და ყველაზე საჭირო ინფორმაცია. არ არის საჭირო ყველა გამოციდლების, სერტიფიკატის ჩამოწერა თქვენს რეზიუმში. GPT- ის გამოყენებით შეგიძლიათ სწორედ შეარჩიოთ ტექსტი, სიტყვების ფორმულირება გააკეთოთ და თქვენი გამოცდილება კარგად წარმოაჩინოთ.
LinkedIn - თუ ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ CV პირდაპირ პლატფომრაზე, დაუკავშირდეთ თქვენი სფეროს პროფესიონალებს და პირდაპირ გააკეთოთ ვაკანსიაზე განაცხადი, ასევე გაქვთ შესაძლებლობა Linkdein გადმოწეროთ თქვენი CV. გარდა ამისა, შეგეძლებათ რომ დაიწყოთ თქვენი პროფესიონალური ბრენდინგი.
Canva.com არის შესანიშნავი რესურსი თქვენი რეზიუმეს შესაქმნელად და საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ მისი გამოყენება უფასოა! უფასო ვერსიითაც კი, თქვენ იპოვით საკმარისზე მეტ ინსტრუმენტს პროფესიონალური რეზიუმეს შესაქმნელად. Canva გთავაზობთ მზა შაბლონებისა და დიზაინის ელემენტების ფართო არჩევანს, რომელთა მორგებაც მარტივად შეგიძლიათ თქვენს პროფილსა და პერსონალურ სტილში. რეზიუმეს გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Canva პერსონალური ბრენდინგისთვის, მისი რესურსების წყალობით, როგორიცაა ლოგოები, სავიზიტო ბარათები და სოციალური მედიის გრაფიკა.
Zety კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელიც გთავაზობთ მზა რეზიუმების შაბლონებს, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ პროფესიონალური პროფილზე მორგებული რეზიუმე. გარდა ამისა, გირჩევთ გამოიყენით Jobscan -ინსტრუმენტი თქვენი რეზიუმეს შესამოწმებლად, ეს საიტი გეხმარებათ დაადგინოთ თუ რამდენად შეესაბამება თქვნი CV მოცემულ ვაკანსიას.