ბოლო წლებში რუსთავში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, გაჩნდა ახალი დასახლებული უბნები, რომელთა ადგილასაც წლების წინ ბალახიანი მინდვრები იყო.
ქალაქს ახალი შენობა-ნაგბობები შეემატა, იერსახე შეიცვალა რამდენიმე ქუჩამაც.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ 2009 წლის ივლისისა და 2023 წლის მაისში სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ადგილებიდან, რომლებმაც ბოლო 14 წელში რადიკალური ცვლილება განიცადეს.
1. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორია
2. ქალაქის მთავარი შემოსასვლელი
3. შარტავას გამზირის ნაწილი, სადაც ბოლო 14 წელში ახალი კორპუსები აშენდა
4. მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ, სადაც ახალი დასახლებაა, წლების წინ აქ ტრიალი მინდორი იყო.
5. ლომოურის ქუჩა, მოლის მიმდებარე ტერიტორია
6. ლომოურსა და ფალიაშვილს შორის არსებული ტერიტორია, კერძო ბინების დასახლება
7. ცენტრალური ხიდის მიმდებარედ, ჭალის ტერიტორია
8. თავისუფლების მოედანი, რუსთავის მერიის მიმდრბარე ტერიტორია
9. რუსთავის ცენტრალური პარკი
10. რუსთავის სასაფლაოს ტერიტორია