რუსთავში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე წყალი მოედინება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივები უცხადებენ, დატბორილია მათი სარდაფებიც.
"ინფო რუსთავი" კომპანია "GWP-ს" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ადგილზე მივლენ და დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს.
"დაზიანება არის ვაჟა-ფშაველას N8-ში, ჯგუფი გამოსულია და ძალიან მალე დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს. წყალმომარაგება ამ სამუშაოების გამო არ შეიზღუდება",- აცხადებენ კომპანიაში.