რუსთავში სალონების 80% შემოწმებულია

2024-02-12 17:29:00

2023 წელს რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების 80% შეამოწმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს 152 ობიექტი შემოწმდა, 273 აქტი გამოიწერა. მათ შორის შერჩევითი შემოწმების და განმეორებითი შემოწმებისას.

დეკანოსიძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევა არცერთ ობიექტში არ აღმოუჩენიათ.

დარჩენილი ობიექტების შემოწმებას კი მისი სამსახური ამ თვიდან განაგრძობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები