სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მამაკაცი გარდაიცვალა

2024-02-10 15:10:31

უბედურ შემთხვევას იმერეთში "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა. ფაქტს კომპანიაში ადასტურებენ.

ირკვევა, რომ მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. რა მოხდა ადგილზე, ამას გამოძიება დაადგენს.

ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.

კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.

კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.