ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი შშმ პირია.