2024-02-08 22:26:23
ფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარები შეამტვრიეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.