ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მდგა სამ ადამიანს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.