სტიქიის ზონაში მამას და მის 3 შვილს ეძებენ

2024-02-07 14:27:05

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს, რომ სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან მოყოლილი.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა შორის არის მამა და მისი სამი შვილი.

ბაღდათში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.