სტიქიის ზონიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს

2024-02-07 11:20:17

ბაღდათში სტიქიის ზონიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს.

მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ეძებენ 5 ადამიანს.

"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.