ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავს 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ ზემო თხილვანში ზვავმა სახლი წაიღო.
როგორც "ინფო რუსთავს" ხულოს მერიაში განუცხადეს, სახლში 2 ადამიანი ცხოვრობდა.
"საცხოვრებელი სახლი წაიღო ზვავმა დამხმარე ნაგებობით. სახლში ცხოვრობდა 2 ადამიანი, ერთი მამაკაცი და ქალბატონი. მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქალის ვერა", - აცხადებენ მერიაში.
სოფელი ზემო თხილვანი ამ დროისთვის გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.