ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე ჭიშურაში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 19 წლის ბიჭი დაიღუპა და კიდევ ერთი მგზავრი დაშავდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.