გასულ წელს ავარიების 3%-მდე გამოწვეული იყო სიმთვრალით

2024-02-05 13:06:02

გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან, 158 შემთხვევა ანუ მთლიანი ავარიების 2.8% გამოწვეული იყო სიმთვრალით.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს 7 310 ადამიანი დაზარალდა და 442 დაიღუპა.