ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს.
მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია "მთავარ არხს" მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა - "დაკავებით დააკავეს, სხვას ვერ გეტყვით ვერაფერს" - ამბობს ადვოკატი "მთავართან".
მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები სწორედ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.
პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.