"ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა"

2024-02-03 14:25:14

პროკურატურის განცხადებით, 31 იანვარს, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, თბილისში, გარაყანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.