610 გრამი ოქროს კონტრაბანდა

2024-02-03 12:57:56

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. უწყების თქმით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, რომლის შემოტანასაც საქართველოს მოქალაქე ცდილობდა, 67 447.12 ლარი შეადგინა.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი," ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური, (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა.... საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.