ელექტროჯაგრისის ქურდობისთვის მამაკაცი დააკავეს

2024-02-03 11:48:21

გორის პოლიციამ აფთიაქში ქურდობის ფაქტზე 46 წლის კაცი დააკავა. როგორც რეგიონული გამოცემა qartli.ge წერს,  შემთხვევა იერუშალაიმის ქუჩაზე მოხდა.

გამოცემასთან საქმის პროკურორი აცხადებს, რომ "აფთიაქიდან წაღებულია ელექტროჯაგრისი, რომლის საბაზრო ღირებულება 92 ლარს შეადგენს".

ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილებოდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.

წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე, ბრალდებულს სასჯელის სახით 3 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.